Amazon ზე შეკვეთილი ნივთის ნაცვლად 29 კგ. მ ა რ ი ხ უ ა ნ ა

Amazon ზე შეკვეთილი ნივთის ნაცვლად 29 კგ. მ ა რ ი ხ უ ა ნ ა

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში ცოლ-ქმარმა Amazon-ის მეშვეობით 29 კილოგრამი მარიხუანა მიიღო. ინფორმაციას ტელეკომპანია WFTV9 ავრცელებს.

ცოლ-ქმარმა ინტერნეტმაღაზიაში ნივთების შესანახი ყუთები შეუკვეთა, მაგრამ როცა გზავნილი მიიღეს, მისი წონა ემძიმათ. პაკეტის გახნის შემდეგ კი შიგ 29 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

შემთხვევამ პოლიციაც კი გააოცა. იმის შიშით, რომ ნარკოდილერები მარიხუანას კვალს არ მიჰყოლოდნენ და ძებნა მათ ბინაში არ დაეწყოთ, ცოლ-ქმარი რამდენიმე დღე სახლიდანაც კი წავიდა.

იხ. ვიდეო : www.wftv.com