ნაკლებად ცნობილი ფაქტები Amazon.com ის შესახებ

ნაკლებად ცნობილი ფაქტები Amazon.com ის შესახებ

ამერიკული ონლაინ-გიგანტი Amazon.com ერთერთი ყველაზე ცნობილი ონალაინ მაღაზიაა, სადაც შეხვდებით თითქმის ყველაფერს და შეძლებთ შეძენას ონლაინ რეჟიმში. გასულ წელს მისი შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს, com დომენზე Amazon.com იკავებდა მეხუთე ადგილს 2000 დომენს შორის, ყველაზე პოპულარულ დომენებს შორის ინტერნეტში. ცოტამ თუ იცის , რომ ასეთმა მსხვილმა მოთამაშემ ინტერნეტ - ბიზნესში საქმიანობა დაიწყო საკუთარ ავტოფარეხში (დამფუძნებელი: ჯეფ ბეზოსი), ამჟამად კი Amazon ის საწყობები უფრო მეტ სივრცეს იკავებს ვიდრე 700 სპორტული კომპლექსი. გთავაზობთ რამოდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტს Amazon.com ის შესახებ.

• ამაზონის ლოგოს შინაარსი არც ისე ძნელი გამოსაცნობია. Amazon ზე იყიდება ყველა დასახელების პროდუქტი, ალფავიტის მიხედვით დაწყებული ასო “A”–თი და დამთავრებული ასო “Z”–ით. თან კომპანია მომხმარებლებს კომფორტს და სიამოვნებას გვრის. (მომღიმარი ისარი :)

• Amazon.com ის საწყობების ფართობი აღემატება 700 სპორტულ კომპლექსს, როგორიცაა მედისონ სკვერ გარდენი, ყველა საწყობში უფრო მეტი წყალი ჩაეტევა , ვიდრე 10 000 ოლიმპიურ აუზში.

• პირველი წიგნი რომელიც გაიყიდა Amazon.com ზე იყო Fluid Concepts & Creative Analogies: Computer Models of the Fundamental Mechanisms of Thought ავტორი: Douglas Hofstadter, ის გაიყიდა პირდაპირ ჯეფ ბეზოსის ავტოფარეხიდან, 1995 წლის ივლისში.

• Amazon ის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია ყოველ 2 წელიწადში გამოყოს 2 დღე კლიენტებთან ურთიერთობისთვის.

• Amazon.com ინტერნეტ კომერციის 10 % ს იკავებს ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. ასევე 10% ს იკავებს ყველა შემდეგი კომპანია ერთად: Office Depot, Stapes, Apple, Dell, Walmart, Sears, Liberty.

• 2012 წელს, როდესაც მაღაზიის საიტი არ მუშაობდა 49 წუთით, კომპანიამ დაკარგა 5,7 მლნ.

• სტატისტიკურად Amazon ის უნიკალური მომხმარებელი ხუთჯერ უფრო ღირებულია ვიდრე eBay ის მომხმარებელი. საშუალოდ შეფარდება ასეთია : Amazon უნიკალური მომხმარებელი 189 $ , eBay ის მხოლოდ 39 $.